LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 22, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

გელათში დაზიანებულ კრამიტებს მყარი სახურავი შეცვლის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

დაპოსტა 2020/09/24-ში
გაზიარება

გელათში დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალზე ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორების პროცესში, რომელსაც შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს, დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები. დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. ამავდროულად აგებულია კონსტრუქცია ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზე ანალოგიური დროებითი ტიპის გადახურვების მოსაწყობად.


ახლო მომავალში წმ. მარინეს ეკვდერზე (დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალი) ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, რომლითაც ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ქვედა რეგისტრებსა და საკურთხეველზე მოწყობილი კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შეუსაბამობა დადასტურდა, სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით შემსრულებელს მიეცა მითითება ტაძარზე (ნარინის ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე) დამატებითი თუნუქის დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დასკვნის შესაბამისად, შემსრულებელს მოეთხოვება ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, ნართექსზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე გამოყენებული კრამიტის სრულად გამოცვლა და ამ მიზნით შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.

მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობის პარალელურად შემსრულებელი გადახურვებზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში წარმოადგენს კვლევისა და ჩარევების პროექტს,


გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის საფუძველზე კომპლექსის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე არსებული ბზარის შევსების შემდგომ აღიკვეთა წყლის შედინების კერა, რაც ამ დრომდე კედლის მხატვრობის (ქტიტორის გამოსახულება) დაზიანებას იწვევდა.


საზედამხედველო მისიის დაკვირვების ანგარიშების მიხედვით, ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეიმჩნევა შრობის პროცესი. ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედლის დასველებული არეალი შემცირებულია. დაწყებულია ამავე მკლავის დასავლეთ კედლის სველი არეალის გაშრობაც. ლოკალიზებულია წმ. მარინეს ეკვდერის სამხრეთ და დასავლეთ კედლების სველი არეალებიც.


საზედამხედველო მისიის პირველადი შეფასებები ოქტომბრის პირველ რიცხვებში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტურად გადამოწმდება და მომზადდება კრიტიკული არეალების პროგრესის ანალიზი. მისიის ანგარიში კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.”

ახლადრეაბილიტირებულ გელათის მონასტერში გადახურვის პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა მწვავდე დგას. 

ასევე დაგაინტერსებთ:

გელათის ტაძარში დავით აღმაშენებლის ფრესკა ნადგურდება (+ფოტო)

 

გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

სოფელი გაგვიყიდეს – ბალდის კანიონის გადასარჩენად მარტვილში აქცია-მსვლელობა გაიმართა

სექტემბერი 22, 2023
15
მთავარი

მდინარე ეკუთვნის ხალხს, ოდაბადე არ იყიდევა, ბალდას არ დავთმობთ, მშენებლობა უნდა შეჩერდეს - ამ ლოზუნგებით მარტვილში, ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია-მსვლელობა მოეწყო. სეფელ ბალდას მოსახლეობის ნაწილი კვლავ აპროტესტებს დაცული ტერიტორიების მიერ...

დაწვრილებით

“მიჰყავდა კაცები რომ დაეორსულებინა ეს ქალები ..”- რა ისტორიას ყვება გიორგი რომელიც დედას ეძებდა

სექტემბერი 22, 2023
31
მთავარი

"სასწრაფოდ იძებნება ვალერი ამონაშვილი 70 წლიდან და იმედია ცოცხალია !!!.... ადამიანი რომელიც აძალებდა უპატრონო უმწეო ქალებს გაეჩინა შვილები და გაეყიდა ან მოეპარა მათვის ... თუ ბავშვში იყო გადახდილი 10 000...

დაწვრილებით

შოვში განვითარებული სტიქიის დროს ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას – ვახტანგ გომელაური

სექტემბერი 22, 2023
2
მთავარი

შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო,...

დაწვრილებით

ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია – ვახტანგ გომელაური

სექტემბერი 22, 2023
12
მთავარი

ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით...

დაწვრილებით

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო – ვახტანგ გომელაური

სექტემბერი 22, 2023
18
მთავარი

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა...

დაწვრილებით

ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო – ვახტანგ გომელაური

სექტემბერი 22, 2023
10
მთავარი

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო...

დაწვრილებით

ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო-მამუკა ხაზარაძე

სექტემბერი 22, 2023
3
მთავარი

ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღე მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, - ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე განხილვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა...

დაწვრილებით

ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

სექტემბერი 22, 2023
10
მთავარი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებიდან" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. "გუშინ მოვდიოდი გალაკტიონის ხიდზე, გადავედი მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით, გვერდით ამომიდგა ორი...

დაწვრილებით

რას ვიფიქრებდი, ან მე ან ჩემი მთავარი პროდიუსერი, როცა ამ სამსახურიდან გამომაგდებდა – რას წერს დათო ლიკლიკაძე

სექტემბერი 22, 2023
40
მთავარი

,,ცხადია სასიამოვნოა, როცა დედაქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე შენი გამოსახულებით სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, მაგრამ ამ ფოტომ სხვა ემოცია აღძრა. გავყურებ მეგობრის მანქანიდან ამ სარეკლამო დაფას და რაღაცნაირად თავი გადავაქნიე... წლების წინ...

დაწვრილებით

მდინარაძე აცხადებს რომ ფარცხალაძე გამოკითხეს

სექტემბერი 22, 2023
15
მთავარი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. დეპუტატმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა. მდინარაძემ თქვა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა (+ფოტო)

ნოემბერი 3, 2020
1.2k
მთავარი

საფეხბურთო დრამა “სანტიაგო ბერნაბეუზე”

აპრილი 13, 2022
81
მთავარი

ყირიმის შემდეგ პუტინი მარიუპოლშიც ჩავიდა-რუსული სამთავრობო მედია

მარტი 19, 2023
121





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!