გელათის უნიკალური ფრესკები განადგურების პირსაა – ამის შესახევ პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ისინი ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებენ:
”გელათის უნიკალური ფრესკები განადგურების პირსაა, ესაა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მუნიციპალური განვითარების სააგენტოს უპატიებელი გულგრილობის პირდაპირი შედეგი. მათ ეს უმნიშვნელივანესი და ფაქიზი სამუშაოები მთლინად მიანდეს შემსრულებელს. არ განახორციელეს არც მონიტორინგი, არც ზედამხედველობა და დღეს ცდილობებ პასუხისმგებლობა აირიდონ დამდგარ უმძინეს შედეგებზე. ჩვენ სახელწიფოს მოვუწოდებთ სასწრაფოდ მიიღოს ზომები რომ გადარჩეს გელათი. მოიწვიოს ქვეყნის შიგნით და გარეთ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ გადაარჩინონ ჩვენი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და შემდეგ დადგეს იმ პირებისა და უწყებების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ასეთი ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინეს მაშინ როდესაც ჩვენი ერის საგანძურს, გელათს ეხებოდა საქმე.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.