გელათის ტაძარში დავით აღმაშენებლის ფრესკა ნადგურდება. ინფორმაციას და ფოტოს თეიმურაზ გვანცელაძე ავრცელებს:
„გუშინ გამოვაქვეყნე გელათის მონასტრის იმ კედლის წინამდებარე სურათებიდან ერთ-ერთი, რომელზეც დავით აღმაშენებლის წვიმისგან დასველებული ფრესკა ჩანს. ეს სურათი ბევრმა გაიზიარა.
ახლა მაცნობეს, რომ ის ფოტო ხელოვნების ისტორიკოსთა ჯგუფშიც გამოუქვეყნებიათ და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის (ზუსტად არ ვიცი ამ დაწესებულების სახელი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს უპასუხია, სიმართლე არ არის და უკვე ვუპასუხეთ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელსო.
სურათი გადავიღე 28 აგვისტოს და ბრმა უნდა იყოს ვინმე, კედლის სისველე რომ ვერ დაინახოს.
ჩემთვის იქიდან არავის არაფერი მოუწერია და არც დაურეკავს.
რაკი ასე მუშაობს ის ორგანიზაცია, იმიტომაც გადაიყარა უზარმაზარი თანხა ტაძრის სახურავის უვარგისი კრამიტით გადახურვაში, დასველდა ფრესკა და ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი…“- წერს გვანცელაძე სოციალურ ქსელში.