LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გახარიას გადადგომა შესაძლოა იყოს მცდელობა ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი- ანა დოლიძე

დაპოსტა 2021/02/18-ში
39
ნახვა
გაზიარება

რა კავშირია გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებასა და 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას შორის – მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შეფასებას ოთხ პუნქტად აყალიბებს:

 

1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო.

 

2. გახარია თავიდანვე იყო ნომინალური, მაღალრეიტინგული კაპიტალი, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა – იგულისხმება მელიას დაჭერა.

 

3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას

 

4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს “ქართული ოცნების” შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი.

 

„ეს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სწორი და დროულია, იმ მთავარი მიზნისთვის, რაც ახლა უნდა გვქონდეს ყველას – ესაა ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაცია – პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს საელჩოს დღევანდელ განცხადებას, გახარია ასევე დაიმსახურებს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერასა და მოწონებას.

 

ამასთან, ეს განცხადება ძალიან მაგონებს, 2001 წელს, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას. იმ წელს იყო ძალიან სერიოზული კრიზისი, გამოსვლები ქუჩაში, ხალხი ითხოვდა მაშინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის გადადგომას. ამ კრიზისის განსამუხტად გადადგა თანამდებობიდან ზურაბ ჟვანია, რომელსაც პირდაპირ ეს საკითხი არ ეხებოდა. ამით მან საზოგადოების ყურადღება გადაიტანა თავის თავზე, კრიზისი განმუხტა და რამდენიმე თვით და წლით გადაწია ვარდების რევოლუცია. სამწუხაროდ, ჟვანიას გადადგომის სიგნალი  მაშინდელმა ხელისუფლებამ და პირადად ედუარდ შევარდნაძემ ვერ გაიგო და ვერც ვერაფერი შეცვალა,“- აღნიშნავს ანა დოლიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

 

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ასევე საუბრობს იმ მიზეზებზე, რაც შესაძლოა ედოს საფუძვლად გიორგი გახარიას გადადგომას.

 

„ჩემი აზრით, აქ არის ორი შესაძლებლობა. 1. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გახარია იყო ნომინალური პრემიერი, მაღალრეიტინგული კაპიტალის მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა ძალაუფლება. მას არ ჰქონდა საშუალება დაენიშნა ან მოეხსნა თუნდაც ერთი მინისტრი. წარმოიდგინეთ, ძალიან ძვირფასი კაპიტალი, რომელიც არსებობს და ვერ იყენებ, (თუ გადავიტანთ ქონებრივ ლექსიკონში მაგ. პრეზიდენტის სასახლე) შესაბამისად, ახლა რა მოხდებოდა – მელიას დაჭერის უგუნურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც მთელი პასუხისმგებლობა იქნებოდა პრემიერისკენ მიმართული. რომ არ გადამდგარიყო გახარია მას მოუწევდა ამ თემაზე თავის მართლება და მთავარი სახე  იქნებოდა მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არც კი ყოფილიყო. ანუ გახარია მიხვდა, რომ მორიგი ტალღის მთელი პასუხისმგებლობა მიდიოდა მისკენ.

 

ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება,  სიტუაციის დეესკალაციისთვის.  2. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ შესაძლოა პრემიერის დღევანდელი გადადგომა იყოს განხორციელება სცენარისა –  „ქართული ოცნების“ გუნდიდან ვინც დამოუკიდებლად რეიტინგული იყო, თავადვე გამოეყოფა მმართველ გუნდს და შემდეგი არჩევნებისთვის გააკეთებს ოპოზიციურ გუნდს. სწორედ ასე მოხდა სმკ-ს დროს, როდესაც ცალკე გავიდნენ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის შერჩეულები იყვნენ. მეორე გზა, რომელიც გახარიამ აირჩია, შესაძლოა სწორედ ეს გზაა, რაც უახლოეს მომავალში გამოჩნდება,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
4.6k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
477
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
57
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
332
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
208
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
109
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
93
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
17
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
83
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».