გაფიცული თანამშრომლების ჩასანაცვლებლად, მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია “საირმემ” ვაკანსიები გამოაცხადა. აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი იტყობინება, რომ კომპანიამ კადრების ძებნა ისე დაიწყო, რომ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა არ მიუთითეს.
პროფკავშირების შეფასებით, გაფიცულთა ადგილებზე ვაკანსიის გამოცხადება, გაფიცვის კონსტიტუციური უფლებების საბოტაჟს წარმოადგენს.
უკვე 27 დღეა, რაც საირმეში მუშები შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდეე ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევა ვერ ხდება.
წყარო :ტვპირველი