გაფიცულებსა და თბილისის მერიას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა.
“თბილსერვის ჯგუფის” მეეზოვეები მუშაობას ხვალიდან გააგრძელებენ. მერიამ მათ ყველა პირობის დაკმაყოფილება დაუდასტურა. გაზრდილ ხელფასებს თანამშრომლები იანვრიდან მიიღებენ. უახლოეს პერიოდში განახლდება სამუშაო ფორმებისა და ტექნიკური, სამანქანო აღჭურვაც.
გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებები პროფკავშირების მედიაციით მიმდინარეობდა.