პოლიციამ თელავში გაუჩინარებული 13 და 14 წლის მოზარდი იპოვა.
რამდენიმე წუთში არასრულწლოვნებს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანენ.
დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო, რომ მოზარდები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშრუტო ტაქსიში თავად ჩასვა და მათი სოფელში დაბრუნება სცადა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.
კახეთში, ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.