გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს . ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა, განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემას იყენებდნენ და დაბომბვა ბელგოროდიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ამასთან, Українська правда-ს ცნობით გასულ ღამეს უკრაინაში სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. განგაში თავდაპირველად 12 რეგიონში იყო გამოცხადებული, მოგვიანებით კი მთელ უკრაინაში.
როგორც საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რაკეტების ჯგუფი ქვეყნის აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
“დილის 6:52 საათისთვის უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გაუქმდა,” – წერს უკრაინული გამოცემა.