კანალიზაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ნაზარიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე. დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილზე მისულ “მეგა ტვ”-ის ჯგუფს მოქალაქეებმა განუმარტეს კანალიზაცია, რომელზეც 9 ოჯახია დაერთებული მეზობელმა საკუთარ ეზოში მიმდინარე მშენებლობის გამო გადაკეტა. შედეგად სისტემა ხშირად იჭედება და დაბინძურებული წყალი ტერიტორიას ტბორავს.
განსაკუთრებით პრობლემური საკითხი წვიმის დროსაა, რადგან არხი სანიაღვრეს ფუნქციასაც ასრულებს.
მოქალაქეთა თქმით მათ სხვადასხვა უწყებებს მიმართეს, თუმცა საკითხი უყურადღებოდ დარჩა. მათ უკმაყოფილებას განსაკუთრებით, სწორედ გულგრილობა იწვევს.
მოქალაქეებს პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ კენჯაჭე შეხვდა. მან სახელმწიფო უწყებებს დროული რეგირებისაკენ მოუწოდა.