LIVE TV
შაბათი, იანვარი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან

დაპოსტა 2020/03/10-ში
108
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს.

ხანძრების თემაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებულია.

ხანძრების აქტიური გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი. რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

2020 წლის 1 მარტიდან 10 მარტის 09:00 საათის მდგომარეობით, ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით რვა ღია კერა ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, დაფიქსირებული 43 შემთხვევიდან, უმეტესი ნაწილში ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ძალიან მცირე ნაწილზე რჩება ცეცხლის ჯერაც ლოკალიზების გარეშე დარჩენილი კერები. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 150-მდე მეტყევე სპეციალისტი და დაახლოებით 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობა რეგიონების მიხედვით ასეთია: კახეთი 18 კერა – 168 ჰექტარი; სამცხე-ჯავახეთი 1 კერა 1 ჰექტარი; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 3 კერა – 60 ჰექტარი; ქვემო ქართლი 5 კერა – 65 ჰექტარი; შიდა ქართლი 2 კერა – 15 ჰექტარი; გურია 4 კერა – 8.5 ჰექტარი; იმერეთი 6 კერა – 16 ჰექტარი; სამეგრელო-ზემო სვანეთი 4 კერა – 200 ჰექტარი ფართობის სიდიდის მიუხედავად ხანძარი მხოლოდ ქვეტყეზე და ბუჩქნარზე გადავიდა. მცხეთა-მთიანეთი 1 კერა – 10 ჰექტარი.

ასევე, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 9 მარტს, დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ხანძრის ორი შემთხვევა.

„პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლიკანის დასახლების მიმდებარედ, რომელიც სწრაფად გავრცელდა ნაკრძალის ტერიტორიაზე. ეროვნული პარკის რეინჯერების, სატყეო სააგენტოს თანამშრომლების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული და სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ჩაქრობა, რომელიც მოდებული იყო ტყიან ფართობზე დაახლოებით 800-100 კვ/მ-ზე. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა.

მეორე შემთხვევას ადგილი ქონდა ქობულეთის აღკვეთილში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ფართობებიდან, რომელიც დაცული ტერიტორიის საზღვრიდან 300 მეტრში მდებარეობს გადმოსული იქნა ხანძარი ქობულეთის აღკვეთილის სამხრეთ ნაწილში. დაიწვა დაახლოებით 2,5- 3 ჰა აღკვეთილის ფართობი, თვითაღმონაცენი წვრილმზომი ევკალიპტითა და გასული წლის გამხმარი ისლით“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს (ნიადაგის დაზიანება და ტყის მასივების განადგურება).

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. რასაც ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი. თუ ზიანი შეადგენს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

რაც შეეხება, 2020 წლის იანვარ-თებერვალში და მარტის პირველ დეკადაში მოსული ნალექის რაოდენობას:

აღმოსავლეთ საქართველოში იყო ნორმაზე 20-60%-ით ნაკლები. განსაკუთრებით მშრალი პირობები აღინიშნებოდა ქვემო ქართლში (50-60%-ის ფარგლებში).

ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებში აღინიშნებოდა, ხოლო დასავლეთ საქათველოში – კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე კავკასიონის მთიან რაიონებში, მხოლოდ თებერვალში აღინიშნა ნორმაზე 30-70%-ით მეტი ნალექი.

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
18
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

საჭიროა მისი დროულად გადაყვანა – პატარა სანდროს დახმარება სჭირდება

იანვარი 17, 2026
20
მთავარი

ძვირფასო ადამიანებო, უმეტესობამ იცით ჩემი სანდროს მდგომარეობა და გართულებები ქართველი ექიმების დაუდევრობისა და შეცდომების გამო.. ის უკვე მესამე წელია იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის.. სანდროს კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი პროცედურები და სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

საქმიანობა ხორციელდებოდა დამოუკიდებლად – შპს „დაცვის კომპანია ალგანი“

იანვარი 17, 2026
49
მთავარი

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის...

დაწვრილებითDetails

12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

იანვარი 17, 2026
703
მთავარი

ნაძალადევის რაიონში, გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 12:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 21:00 სთ-მდე. კომპანია...

დაწვრილებითDetails

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

იანვარი 17, 2026
12
epa08444565 A man holds small Georgian national flags while marking the 102th anniversary of the Georgian Independence in Tbilisi, Georgia, 26 May 2020. The Act of Independence of Georgia was adopted on 26 May 1918.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში...

დაწვრილებითDetails

“კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!”- გარდაცვლილი მასწავლების დედა

იანვარი 17, 2026
64
მთავარი

გარდაცვლილი მასწავლების დედა  მიმართვას ავრცელებს: "წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...... მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა – რას ამბობს ექიმი

იანვარი 17, 2026
28
მთავარი

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ: ,,ვაშლი - ვაშლის კურკასთავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ 16 პირს ბრალდება წარუდგინა

იანვარი 17, 2026
11
მთავარი

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც საბერძნეთში შშმ პირებს ძარცვავდა

იანვარი 17, 2026
26
მთავარი

საბერძნეთში დააკავეს 45 წლის ქართველი ქალი, რომელიც თავს ოჯახში დამხმარედ ასაღებდა და ხანდაზმულებსა და შშმ პირებს ძარცვავდა. გამოძიების ინფორმაციით, მან 20 000 ევროზე მეტი თანხა მიითვისა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი...

დაწვრილებითDetails

„ფორტუნა მათ მხარეს გადადის…“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი წარმატება ელოდებათ

იანვარი 17, 2026
19
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება და ფორტუნა მათ მხარეს გადადის. თხის რქა თქვენი შრომა დაფასდება. გაგიჩნდებათ ახალი ენერგია და ენთუზიაზმი. სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».