გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებასთან ექნება ახალი შუამდგომლობები. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები თავიდან არის ჩასატარებელი.
„როგორც თავიდანვე ვამბობდი, ქვემო ქართლის პოლიციის მიერ ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები ორიენტირებული იყო იმაზე, რომ „ზეგ“-ის თანამშრომლებთან, რომლებიც დაკითხულები იყვნენ, კითხვები მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იყო თამუნასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა მას მცდელობები თვითმკვლელობისკენ, რაიმე აბებს ხომ არ იღებდა და მათგან უნდოდათ ეს ინფორმაცია. ხოლო რაც საინტერესოა, იმ პოლიციელების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც შემთხვევის ადგილზე იყვნენ, იგივე იმ მწყემსთან მიმართებით, აბსოლუტურად არანაირი კითხვები არ არის, რაც ყველაზე საინტერესოა, ის აფციაური, პოლიციელი ძალიან უცნაურად არის დაკითხული, არანაირი დაზუსტებული კითხვები არ არის. სწორედ მაგათი დაკითხვა უნდა მოხდეს დაუყონებლივ, შუამდგომლობები დადგება გამოძიების და პროკურატურის მიმართ. ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა და იმ მიზანს, რა მიზნითაც ისინი მოქმედებენ და რა სტანდარტებით, ეს ბევრ რამეს პასუხს გასცემს. ბევრი ახალი დეტალი იჩენს თავს, ჩვენებებშია ბევრი ახალი დეტალი, ჩვენებებით ჩანს ბევრი სიახლე და ეს გამოჩნდება ხვალიდან, რომ მოხდება ბევრი შუამდგომლობები და ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებების ხელახლა ჩატარება, აი, ეს მისცემს ძალიან ბევრ სიახლეს მთლიანად საქმეს,“- განაცხადა რამიშვილმა.