სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, გუშინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განუმარტეს.
რამდენიმე წუთის წინ, უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა ვინმე ხატია ახალაიას პოსტი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ.
პოსტის ავტორმა მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა, თუმცა ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა