“ყურადღებაა მისაქცევი, სოფლებიდან მირეკავენ როგორ მოვიქცეთო, ზოგს ჩაწოლილი ავადმყოფები ყავს, ან ქრონიკულები, წამლები გამოელიათ, ქუთაისში ფეხითაც არ უშვებენ, სოფლებში აფთიაქებიც არ არის, გამოუვალ მდგომარეობაში არიან, მოვმართავ მთავრობას, როგირ მოიქცეს ამ ადამიანებმა.
144 პასუხობს ექიმა მოქცეს საშვიო, ესენი სად ნახავენ ექიმს, ჩაკეტილები არიან სოფლებში, ათეულობით კილომეტრი აშორებს ქალაქს, ახლოს რომ იყვნენ ქალაქში მაინც ვერ შედიან, დახურულია ქუთაისი და სხვა დასახლებულ პუნქტამდე მხოლოდ ქუთაისის გავლით შეუძლიათ მოხვედრა. არ გამქრალა ამ ქვეყნიდან სხვა დავადების მქონე ავადმყოფები.” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა საღარეიშვილი თავის ფეისბუკზე.
კომენტარებში ვკითხულობთ “აქ საუბარია სოფლებზე რომელიც რიონის ხეობაშია, გუმათიდან ზემოთ. ქუთაისი თუ არ გაიარა, სხვანაირად სხვა ქალაქში ვერ მოხვდებიან, ქუთაისში ფეხითაც ვერ შევლენ.” – წერს მამუკა საღარეიშვილი.