ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი ადამიანი მოიწამლა.
სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათგან ორი არასრულწლოვანია.
კომპანია „ინტერგაზში“ ამბობენ, რომ გაზის გაჟონვის შემთხვევის შესახებ იციან, რის გამოც ადგილზე მათი სპეციალისტები მუშაობენ.