ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა. პროცესის დახურვა გააპროტესტა თავად გოგი წულაიამ. სხდომაზე წულაიამ განაცხადა, რომ ამბავი მისმა მეუღლემ უკვე გაიგო და შესაბამისად, დასამალიც აღარაფერი აქვს.
„გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი“,- განაცხადა გოგი წულაიამ.
პროკურორის თქმით, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ფაქტობრივი გარემოებები.
ვიდეო გოგი წულაიას სასამართლო პროცესიდან
„ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ამასთან ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ბრალდების მხარე არ ეყრდნობა, არამედ წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვიდეომასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ რაც გოგი წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულები, რომელიც ადასტურებს რომ შემთხვევის დღეს და დროს გოგი წულაიამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, როცა წარვადგენთ სასამართლოში აღნიშნულ საქმეს, იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა“,- განაცხადა პრკურორმა.