დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის მაღაზიებში საკვების შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით არმიას დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
მისი ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში არის სატვირთო მანქანის 100,000 კვალიფიციური მძღოლის დეფიციტი, რის გამოც სუპერმარკეტებში პროდუქტების დროული მიწოდება ვერ ხერხდება.
ლოგისტიკის პრობლემები გამოწვეულია არა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიით, არამედ Brexit-ითაც, რის შემდეგაც ბევრმა სპეციალისტმა ქვეყანა დატოვა.
გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა არმიას სთხოვა, გამოეყო 2 000 მძღოლი, რომლებიც მაღაზიებისთვის საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების, მათ შორის მედიკამენტების მიწოდებაში დაეხმარებოდნენ.
მედია წერს, რომ ჯარისკაცები სასტუმროებში განთავსდებიან, ისინი დიდხანს იმუშავებენ, რათა ხელისუფლებას კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.