თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდა, როცა ის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ავტომობილიდან გადახტომა მოასწრო და ხეს მოეჭიდა. ის მსუბუქად დაზიანდა. მამაკაცი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.
თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია, ასრულებს.