გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა.
“სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით,
რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა.
რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს” – განაცხადა გამყრელიძემ.