LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება – საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

დაპოსტა 2020/12/02-ში
260
ნახვა
გაზიარება

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია და მოთხოვნაც მეტია. ლევან სილაგავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პურის ფასზე გავლენას ახდენს.

„მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის – აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, მეოთხე უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება. ლევან სილაგავას თქმით, „ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია“. გარდა ამისა, მისი განმარტებით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

„ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“,-განაცხადა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 20 თეთრზე მეტით ეზრდებათ და ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
39
მთავარი

17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
329
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

დეკემბერი 9, 2025
80
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.7k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს”- კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
53
მთავარი

თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
77
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

” საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს” – კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
19
მთავარი

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!”- გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერი 9, 2025
13
მთავარი

მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

დეკემბერი 9, 2025
21
მთავარი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2025 წლის რეიტინგი განაახლა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერია. ქართველმა სპორტსმენმა 5751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».