რუსთავში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მე-7 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ ავარიულ-ტექნიკური ბრიგადა. ერთი ოჯახის ოთხივე წევრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი გაზდანადგარიდან ბუნებრივი აირის ნამწვის საცხოვრებელ ფართში გაჟონვა გახდა.