გასულ თვეს 67 წლის ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ მსახიობი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა. „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი იტალიურ რესტორანში მარტო სადილობდა. მოგვიანებით მას უმცროსი ქალიშვილი შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსი მშვენივრად გამოიყურებოდა. მას ლურჯი მასიური და ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. ცნობისთვის, უილისს მეტყველებისა და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება. დაავადების გამო მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. მას უამრავმა ვარსკვლავმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის გახლავთ კოლეგები და მეგობრები, ჯონ ტრავოლტა და სილვესტერ სტალონე. მათ „ინსტაგრამზე“ ბრიუსთან გადაღებული საარქივო ფოტოები გაავრცელეს და არც ემოციური სიტყვები დაიშურეს.
დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის – ალიევი
თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დავოსში,...










