რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო Twitter-ზე ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად დაიცვას, თითოეული ადამიანის უფლება.
საელჩოს განცხადებით, ძალადობა და მუქარა LGBT თემზე, ასევე თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.
“ვუყურებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა, მუქარა LGBTI+ თემზე, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს, როგორც სტუმართმოყვარე და ტოლერანტული ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოახდინონ ძალადობის პრევენცია და კონსტიტუციის შესაბამისად დაიცვან თითოეული ინდივიდის უფლება და ყველა მოქალაქის თავისუფლება”,-წერს ბრიტანეთის საელჩო.