LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა – მაია მწარიაშვილი

დაპოსტა 2025/08/01-ში
82
ნახვა
გაზიარება

ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა – ყველა პოლიციელის გამოკითხვის ოქმი, სიტყვა – სიტყვითა და სასვენი ნიშნებით ემთხვევა. არცერთი პოლიციელი დაკითხვაზე არ ყოფილა, გადააკოპირა გამომძიებელმა ეს ჩვენებები, ამიტომ არ შეიძლება ბრალდება პოლიციელთა ჩვენებას ეყრდნობოდეს, – ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მზიას დაკავება, დაპატიმრება და პირადი ჩხრეკა უკანონო იყო.

„ამდენი განცხადება ხელისუფლებას არც ერთ საქმეზე არასდროს გაუკეთებია, ცივილიზებული სამყარო შოკში იქნება. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა მოგვახსენა. ამის შემდეგ პრემიერმა ისევ განაცხადა: – „ჩაიდინა თუ არა დანაშაული მზია ამაღლობელმა, უნდა შევთანხმდეთო“. ის კოლექტიურად მოგვიწოდებს აღიარებას. ჩვენი ერთობლივი აღიარება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ძალიან ესიამოვნებოდათ, მზიასი და ადვოკატების, ან მზიას მედიასაშუალების. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ არავის მისცემს შანსს ამტკიცოს, რომ მზიას დანაშაული არ ჩაუდენია. პრემიერი მოგვიწოდებს ამაზე არ ვისაუბროთ, რადგან ეს ყოფილა პოლიტიკური ბრალდებები. პრემიერი ამბობს, რომ „ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის შესაბამისი ქმედება“. ისმის პოლიტიკური ბრალდებები. მოგვიწოდებს სინანულისკენ, აღიარებისკენ. მზიამ უნდა აღიაროს. „აღიარონ და მერე ვილაპარაკოთო“ – საერთოდ რა პროცედურას გვთავაზობს ხელისუფლება, გაოცებული ვარ. ირაკლი დგებუაძე უშვერი სიტყვებით აგინებდა მზია ამაღლობელს, პრაქტიკულად განაჩენიც გამოიტანა, სასჯელიც დაადგინა…

დღეს უნდა ვთქვა დასკვნითი სიტყვა და პრემიერი მზიას პროცესს მისდევს ფეხდაფეხ და მე დასკვნით სიტყვა უნდა წავიკითხო თუ პრემიერს ვუპასუხო?!

ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა – ადვოკატირება და პოლიციის დანაშაულებრივი ქმედებების „გაპრავება“. სახელმწიფო ბრალდება არ არის ირაკლი დგებუაძის ადვოკატი. მზია ამაღლობელის პროცესი, რომელიც 5 თვეზე მეტ ხანს მიდიოდა, არ იყო სამართლიანი არც გამოძიების ეტაპსა და არც სასამართლოში.

ყველა მოწმე, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა, უშუალოდ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში იყო და როცა თავად დგებუაძე მოვიდა მოწმედ, მას პირად ესკორტირებას უწევდნენ, საპატიო ყარაულში იყვნენ. არცერთ გამომძიებელსა და პროკურორს არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ უკითხავთ არაფერი, თვალით არ უნახავთ. საქმე ისე დასრულდა, გამომძიებლებმა მზია დარბაზში ნახეს. მაშინ თქვეს, ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ შევაწუხეთ, რომ ის შიმშილობდაო. მის წინააღმდეგ ისე დაიწყო და დასრულდა [გამოძიება], საერთოდ არ უნახავთ, იქნება და იბრალებდა დანაშაულს?! თავშივე გადაწყვეტილი იყო, როცა დგებუაძე დაემუქრა. რაზე უნდა დაეკარგა დრო რუსთავის სასჯელაღსრულებაში? – ესაა მოცემულობა.

საქმის წარმოება ბერდია ფერაძის პატაკით: პატაკის მიხედვით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დგებუაძეს, სახისა და ყურის არეში დაარტყა. პატაკში არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება მითითებული. წინა პროცესზე ამის არგუმენტად თქვა, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო ამ მუხლით. საფუძვლად უდევს მხოლოდ პატაკი, რაც არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ დგებუაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმით მუხლით დაიწყო, ეს იყო დამადასტურებელი გარემოება, რომ დგებუაძე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყებდა გამოძიებას. პროცესზე არაერთი კითხვა დავუსვი საქმის გამომძიებლებს, რატომ დაიწყეს ამ მუხლით საქმეზე გამოძიება, პასუხი არ ჰქონდათ. თავიდანვე მუხლი მზია ამაღლობელის დევნას ემსახურებოდა, გრიგოლ ბესელია უშუალოდ არის დაინტერესებული ამ საქმით. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდა არაერთი პოლიციელი და ჟურნალისტი, მხოლოდ ნიღბიანი პოლიციელები გამოჰკითხეს. ამავე პროცესზე პროკურორმა დაადასტურა, რომ ნიღბიანი პოლიციელის ამოცნობა შეუძლებელია. გამომძიებელს უთხრეს, მე ვარ კადრში ნიღბიანი პოლიციელი, გამომძიებელმა თავი არ შეიწუხა გადასამოწმებლად, უბრალოდ გამოჰკითხა. ყველა მათი გამოკითხვის ოქმი, სიტყვა – სიტყვითა და სასვენი ნიშნებით ემთხვევა. არცერთი პოლიციელი დაკითხვაზე არ ყოფილა, გადააკოპირა გამომძიებელმა ეს ჩვენებები. ამიტომ არ შეიძლება ბრალდება პოლიციელთა ჩვენებას ეყრდნობოდეს. ეს ადასტურებს, რომ გამოძიება არ იყო მზიას საქმეში კეთილსინდისიერი. გამოძიებამ არ დაკითხა ის საჯარო პირები, რომლებიც საჯაროდ ვიდეოში ჩანდა. მზიას დაკავება, დაპატიმრება და პირადი ჩხრეკა უკანონო იყო. მზია ამაღლობელი არც სტიკერის გაკვრამდე და არც შემდეგ არავის აყენებს შეურაცხყოფას. ჩანს მზია ამაღლობელი უხმოდ აკრავს სტიკერს, მიდის ბესელია და აკავებს, საქმეში წერია, რომ მზია პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“…

მე დამრჩა შთაბეჭდილება, დაცვას რომ არ ემუშავა, ბრალდებას არაფერი ჰქონდა. ბრალდება როგორ მოიქცა? – არ იკითხა, არ გაარკვია, იშუამდგომლა ის ვიდეომტკიცებულებები ამორიცხეო, სადაც ბესელია ჩანს. ეს ვიდეომტკიცებულებები სამაშველო რგოლი აღმოჩნდა, ბრალდება აქ ბრმებსა და ყრუებს გამოგვიყვანდა. ცრუ მოწმეები მოგვიყვებოდნენ ზღაპრებს.

როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე გამომძიებელი კრიტიკულად გამოჰკითხავდა დგებუაძეს? გამოძიება არ არკვევს, აქვს თუ არა პირადი ინტერესი დგებუაძეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეჭვის დონეზეც არ დაუშვია გამოძიებას. გამოძიებამ არ მოიპოვა და არ წარადგინა ადმინისტრაციული ქმედების ამსახველი ვიდეოკადრი, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი მედია აშუქებდა. თუ „ძაღლებო, ღორებო“ იძახა მზიამ, თუ წინააღმდეგობას უწებდა, ხომ ბუნებრივი ინტერესია, პოლიციის ობიექტის შენობის, საპატრულო ეკიპაჟების ვიდეოები, ვერ მოიძიეს ასეთი კადრები? არც უძებნიათ“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
81
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
11
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
36
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
179
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
169
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
69
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
54
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
599
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».