ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ დღეს ბორჯომში დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ”ბორჯომი” ავრცელებს. რა მოხდა ბორჯომის თვითმმართველობაში და რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფცუიული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ დოკუმენტაციას ამოწმებენ.