LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დაპოსტა 2025/03/17-ში
111
ნახვა
გაზიარება
 რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს წითელას შემთხვევათა 40%-ზე მეტს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2025 წლის 6 მარტის წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდა სულ 38 გარდაცვალება.
      რეგიონში წითელას შემთხვევები 1997 (216,000 შემთხვევა) წლიდან მცირდება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა –  4,440 შემთხვევა. თუმცა, მატებას ადგილი ჰქონდა 2018 და 2019 წლებში, შესაბამისად, 89,000 და 106,000 შემთხვევა. COVID-19-ის პანდემიის დროს იმუნიზაციის მოცვის შემცირების შედეგად, 2023 და 2024 წლებში წითელას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვაქცინაციის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ დონემდე, რაც ზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს.

      ”წითელა დაბრუნდა და ეს არის გაფრთხილება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გარეშე ადამიანები დაუცველნი რჩებიან. ჩვენ ამჟამად ვაყალიბებთ ახალ რეგიონულ ჯანდაცვის სტრატეგიას ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის და უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ პროგრესს. ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა მიაღწიონ ხმა არასრულად ვაქცინირებულ ადამიანებს – ამბობს ჰანს პ. კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი – “წითელას ვირუსი არ ჩერდება და არც ჩვენ გვაქვს უფლება მოვადუნოთ ყურადღება.”

      2024 წელს გლობალურად წითელას შემთხვევათა ერთი მესამედი დაფიქსირდა ევროპაში. მხოლოდ 2023 წელს რეგიონის მასშტაბით 500,000 ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის პირველი დოზა (MCV1), რომელიც გეგმიური იმუნიზაციის კალენდრის ნაწილია.

      „წითელას შემთხვევებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მოიმატა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმუნიზაციის ხარვეზებზე“, – ამბობს რეგინა დე დომინიკისი, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. “მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ ბავშვების ამ მომაკვდინებელი დაავადებისგან დასაცავად, მათ შორის უნდა განახორციელონ მდგრადი ინვესტიციები ჯანდაცვის სპეციალისტებში.”

      წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება ჯანმრთელობის ისეთი გართულებების შედეგად როგორიცაა პნევმონია, ენცეფალიტი, დიარეა და დეჰიდრატაცია, ასევე ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე. მას ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას მისი ინფექციებთან ბრძოლის მეხსიერების „წაშლით“ და წითელათი დაინფიცირებულ ადამიანებს დაუცველებს დატოვებს სხვა დაავადებების მიმართ. ვაქცინაცია ვირუსებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.
      2023 წელს  ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუმინეთში ბავშვთა 80%-ზე ნაკლებს ჩაუტარდა MCV1 ვაქცინაცია, რაც ბევრად დაბალია 95 %-ანი დაფარვის მაჩვენებელზე, რომელიც საჭიროა კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში MCV1-ის დაფარვის მაჩვენებელი შესაბამისად 70% და 50% ქვემოთ მერყეობს მინიმუმ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
      2024 წლისთვის რეგიონში ყველაზე მეტი – 30,692 შემთხვევა რუმინეთში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 28,147 შემთხვევით.
      წითელა რჩება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ. 2024 წლისთვის მსოფლიოში წითელას 359,521 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ამ უაღრესად ინფექციური დაავადების გავრცელება მოხდება იქ, სადაც ვირუსი აღმოაჩენს არავაქცინირებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს.
      UNICEF და WHO მუშაობენ ქვეყნებთან ერთად და პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მხარდაჭერით, რათა თავიდან აიცილონ წითელას ეპიდემიები – საზოგადოების ჩართულობით, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგით, იმუნიზაციის პროგრამებისა და დაავადებათა ზედამხედველობის სისტემების გაძლიერებით და წითელას იმუნიზაციის კამპანიების ჩატარებით.
      UNICEF და WHO მოუწოდებენ მთავრობებს, სადაც წითელას აქტიური ეპიდემია მიმდინარეობს, სასწრაფოდ გააძლიერონ შემთხვევების გამოვლენა, მოიძიონ კონტაქტები და ჩაატარონ გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიები. აუცილებელია, რომ ქვეყნებმა გააანალიზონ ეპიდემიების გამომწვევი მიზეზები, აღმოფხვრან ჯანდაცვის სისტემის სისუსტეები და სტრატეგიულად გამოიყენონ ეპიდემიოლოგიური მონაცემები ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის და ვაქცინაციის მოცვაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის. პრიორიტეტი უნდა იყოს დიალოგი მოყოყმანე მშობლებთან და მარგინალიზებულ თემებთან ისევე როგორც ვაქცინების არათანაბარი ხელმისაწვდომობის დაძლევა.
      ქვეყნები, სადაც ამჟამად არ მიმდინარეობს წითელას ეპიდემია, უნდა მოემზადონ შესაძლო გავრცელებისთვის, მოახდინონ იმუნიზაციაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ვაქცინების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებითა და შენარჩუნებით და ჯანდაცვის ძლიერი სისტემების შენარჩუნებით.
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
4.5k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
476
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
57
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
332
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
195
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
107
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
92
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
17
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
83
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».