საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ექიმი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“გუშინ კიდევ წავიკითხე ერთგან, პანდემიის დროს აცრა არ შეიძლება და ეგო სახელმძღვანელოებში ეწერაო… ნამდვილად არ მახსოვს სად ეწერა… დღეს კი, 2021 წელს, მსგავსი განცხადების სამეცნიერო დასაბუთებას ვერ მივაგენი.
პირიქით, უამრავი მონაცემის მიხედვით სწორედ პანდემიების დროს იწყება ვაქცინების ძებნა, შესწავლა გამოცდა და რაც მთავარია მასიური გამოყენება. პოლიომიელიტის დამარცხების ისტორია საუკეთესო მაგალითია ამისი.
ბევრმა, არაექიმმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ აღარც კი იცის რა არის პოლიომიელიტი, არადა წინა საუკუნის 60 იან წლებამდე ის მსოფლიოში ერთ ერთ მთავარ ვირუსულ გამოწვევად ითვლებოდა… სალკისა და საბინის “ექსპერიმენტული” ( იმ დროისთვის) ვაქცინის დამსახურებაა მისი დავიწყება…
სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება… მხოლოდ ე.წ. “ესპანურ გრიპს” გავიხსენებ, რომელმაც 20 დან 50 მდე, ზოგი გათვლით კი 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა…
სანამ უვაქცინობის ეპოქაში “ჯოგურ იმუნიტეტს” არ მიღწია კაცობრიობამ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისევ გავიმეორებ, აიცერით! დღესვე, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით. დღეს პრაქტიკულად არ არსებობს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენება!
უიშვიათესი უკუჩვენება მხოლოდ კომპეტენტურმა პროფესიონალმა უნდა დაასაბუთოს. დღევანდელი, ბოლო ტალღა პანდემიისა აუცრელების ტალღაა“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი “ფეისბუქში