იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია . მათ შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 265 მოქალაქე იმყოფება.