ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია.
აქციის მონაწილეების განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ოფისი. ადგილზე მისული პირები შენობის მიმართულებით ბოთლებს, სამშენებლო ფილებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.