,,ბოდიში არა და არასდროს”, ,,არა რუსულ რეჟიმს” – ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ, დღეს 20:00 საათზე აქცია გაიმართება.
,,რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა ქართველ ხალხს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბოდიში მოგვახდევინოს.
ჩვენი ვალია საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება დავიცვათ.
რიჟმს პასუხი უნდა გავცეთ!
დღეს, 20:00 სთ.-ზე ქალაქის ცენტრში (თეატრის წინ) რეჟიმს ჩვენი მკაფიო პოზიცია გავაგებინოთ!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ შეხვედრაზე მიმართვისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.
“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.