,,შუახნის ქალმა, რამდენიმე წლის წინ შვილი დაკარგა, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 3 წელზე მეტია, რაც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საქმე დღემდე გაუხსნელად რჩება. გოგონას 11 წლის ბიჭი დარჩა, რომელსაც ბებია ზრდის.
როგორც იცით სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, თუმცა ოჯახს ძალიან უჭირს და არ აქვთ საშუალება კომპიუტერის შესაძენად. სწორედ ამიტომ ბიჭუნა სასწავლო პროცესში ჩართვას ვერ შეძლებს”. – ეს ამბავი სოციალურ ქსელში ოჯხის ახლობელმა გაავრცელა, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქალბატონი ხალხს დახმარებას თხოვს, რათა ბიჭუნა არ ჩამორჩეს მის თანატოლებს და მანაც შეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება.
https://www.facebook.com/lika.basilaiashavgulidze/posts/10216313437016600