შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს .
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.