რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ გადააფრინეს, კლინიკა Charite-ში იმყოფება.
ადგილობრივი ტელეკომპანია ZDF ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავალნი გერმანიაში „კანცლერის სტუმრის“ სტატუსით არის. მედიასაშუალების ინფორმაციით, სწორედ ამიტომ იცავს რუს პოლიტიკოსს 24 საათის განმავლობაში პოლიცია.
ბერლინში ტელეკომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, საუბარი არ არის მოსკოვისთვის პოლიტიკურ სიგნალზე, არამედ ეს ბიუროკრატიული მოხერხებულობაა, რომელიც გერმანიის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, პოლიტიკოსი დაიცვან.