ბელგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყანა უკრაინას 32.4 მილიონი ევროს ($35 მილიონის) ღირებულების 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის .
სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალას ბელგიელი მწარმოებლებისგან შეიძენენ და უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემენ.
ამ პაკეტის ჩათვლით, ბელგიამ უკრაინას უკვე 306 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.