ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ წერს.
მისი ცნობით, ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს და შეთანხმდნენ, ბელარუსის მოქალაქეები, სურვილის შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების მესამე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.