ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოვლენები „ფერადი რევოლუციების“ გეგმის მიხედვით, „გარე ფაქტორის მონაწილეობით“ ვითარდება.
„როგორც ველოდით, ყველაფერი ფერადი რევოლუციების გეგმის მიხედვით, შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვით ვითარდება. სიტუაციის ორიგინალობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გარე ფაქტორთანაა დაკავშირებული, რაც ყოველთვის ასე არ ხდება,“- განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც დღეს გროდნოს ახლოს მდებარე სამხედრო საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა.
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.