“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია წინასაარჩევნო დაპირებებზე და პარტიის ამ პროცესში მონაწილეობის ფორმებზე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობდა. მისი თქმით, არჩევნებზე წასვლის გამო “პორშეს” გათამაშების იდეა არასწორი იყო და ამისთვის მათ კრიტიკაც დაიმსახურეს.
“ბევრი შეცდომა დავუშვით, პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო, ზოგადად არასწორი დაპირება იყო, მაგრამ ეს უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ.
ჩვენ არ ვართ ლატარიის კომპანია და ამ ფაქტმა გამოიწვია სავარაუდოდ, სხვა ადამიანების უარყოფითი რეაქციაც, სავარაუდოდ და როცა შედეგები ასეთია, ყველა პროექტი, რომელსაც არ უნდა აკეთებდე, შინაარსი თუ არა, მისი ფორმები მაინც უნდა დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.