პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დროს “ნაიცონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი განიხილეს. ღარიბაშვილი მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს ეუბენბა, რომ თუ სურთ მისი გამოყვანა გირაო გადაიხადონ.
“საკითხი შეეხებოდა ბატონი ნიკა მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო და ახლა მინდა გავიმეორო, რა თქმა უნდა ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში, მეორე ბატონ ნიკა მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადახადონ მოთხოვნილი გირაო და თუ მათ ინტერესებში შედის რეალურად ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ სანამ საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.