ბანოჯაში მცხოვრეთა ნაწილმა გზა გადაკეტა. ისინი უგზოობას აპროტესტებენ. მოქალაქეები წყლის პრობლემის მოგვარებასაც ითხოვენ. აქციას ასევე შეურთდა პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი განმარტებით თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ისინი გზას ისევ გადაკეტავენ.
“გზას ვითხოვთ. ყურადღებას არ გვაქცევენ. ასაკოვანი ხალხი ვართ და სასწრაფო რომ მოვიდეს ხომ აუცილებელია. მეტს არაფერს ვითხოვთ ჩვენ. ბავშვები სკოლაში ნორმალურად ვერ გამოდიან, სუფთად ხომ უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში.” – ამბობს აქციის მონაწილე.
აქციაზე იმყოფებოდნენ სამართალდაცელები.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/255369888850823/