დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ესენი არიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. ამასთან, 690 ე.წ. კოვიდ სასტუმროებშია, სადაც ასევე ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებს ვმართავთ. ვისაც არ შეუძლია ბინაში თვითიზოლირება, მას სახელმწიფო აძლევს ალტერნატივას, რომ იყვნენ საკარანტინო პირობებში ექიმების დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა გამყრელიძემ.