ბათუმში კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევისთვის მესამე კარავს ანბანის კოშკთან დღეს გახსნიან.
მესამე კარვის გახსნის აუცილებლობა მოქალაქეების მხრიდან ტესტის ჩაბარებაზე მიმართვიანობამ გამოიწვია.
ბათუმის ბულვარში განთავსებულ სამედიცინო კარვებში, უფასო ტესტირებას დილიდან დაიწყებენ.
ბათუმში საკონდიტრო საწარმო “დონაში” დაფიქსირებული შემთხვევის გამო, მოქალაქეები კვლევებს პრევენციის მიზნით იტარებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ საკონდიტროში იმყოფებოდნენ, კვლევა ჩაიტარონ.
ბოლო ინფორმაციით, ლაბორატორიული სინჯები 200 – ზე მეტ მოქალაქეს აქვს აღებული.