ბავშვზე ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში – “კურიერს” მძიმე ვიდეოკადრები ოჯახის ახლობელმა მიაწოდა და დახმარება ითხოვა. მცირეწლოვან ბავშვზე ფიზიკურად დედა ძალადობს და სცემს. დედა ცემის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამას ხშირი სახე არ აქვს. “ღამე მოვიდნენ პირველ საათზე, თქვენ ბრალი გედებათ ბავშვზე ძალადობაშიო. ალყა ისე შემომარტყეს, გეგონება მკვლელი არისო და არსად გაიქცესო. ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ, სხვა დროს მე ჩემი შვილები არ მიცემია. მითხრეს დროებით უნდა გადავიყვანოთ ბავშვებიო. მე და ჩემს მეუღლეს დავა გვაქვს სასამართლოში, მეზობლები მეუბნებოდნენ, დადისო და ქრთამს სთავაზობს ხალხს, ან ვიდეო გადაგიღონ, ან რამეში გამოგიჭიროსო, რომ ბავშვები წაგართვასო,”- აცხადებს დედა. ფაქტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია სოციალური სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მცირეწლოვანი სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი საქმესთან დაკავშირებით დღეს დაინიშნა.
ვრცელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ბებიის კომენტარი
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, (რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ), 8 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და ბებია ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. სოფელში სადაც ეს ფაქტი მოხდა, მეზობლებმა ნახეს, თუ როგორ დაადეს...