LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს

ბავშვებს ინტიმურ ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც – პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს

დაპოსტა 2024/09/03-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით.

ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით.

შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას.

გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა:

2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამის“ საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან ,,xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო.

მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი – 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით.

მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვნის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა.

2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი “ინსტაგრამ” გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. დაზარალებულმა დებმა იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს.

2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს.

2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 2024 წლის 16 ივნისს სამეგრელოში დააკავა. დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, რ. ქ.-მ დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა, ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად „ჩათებში“ არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვან პირთან მიმოწერის ამსახველი „ჩათები“.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები.
ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 02 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.
მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენა

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული ბრალდებულის მიერ ყალბი პროფილების გამოყენებით ათეულობით მცირეწლოვან და არასრულწლოვან გოგონებთან განხორციელებული მიმოწერები და კომუნიკაცია.

 

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
“გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ “- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მთავარი

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ალუდა...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებას კითხვის ქვეშ დააყენებს”-ცოტნე ჯაფარიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება – მარიამ ქვრივიშვილი
მთავარი

ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, EU-თან უვიზო რეჟიმის შეჩერება ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებას დიდი კითხვის ქვეშ დააყენებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის”...

დაწვრილებითDetails

“რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება… არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარების” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ...

დაწვრილებითDetails

“თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა”-კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

უამრავი ქვეყანაა თუ გინდა, კონკრეტული მიმართულებით სამედიცინო დახმარება მიიღო - ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ვიზალიბერალიზაციის რისკების შესახებ კითხვაზე განუცხადა. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური...

დაწვრილებითDetails

“ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას, დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ – კაცი კაცია და ქალი ქალია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ - კაცი კაცია და ქალი ქალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

მითვისებულია 826 815 ლარი – დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს. საქართველოს მთავრობის...

დაწვრილებითDetails

“იმის ნაცვლად, ქვეყანა წაიყვანონ წინ, აბრუნებენ უკან” – პეტრე ცისკარიშვილი

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
“სააკაშვილის პატიმრობა არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“, ამის გამოვლინება” – პეტრე ცისკარიშვილი
მთავარი

ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული და ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ამ შანსს ჩვენს ხალხს და საქართველოს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება ართმევს, - ამის შესახებ “ერთიანი...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - ამ წუთებში დოლიძის 48 ნომერში, სავარაუდოდ ფინანსური პოლიციაა შესული. საგამოძიებო მოქმედებები "სტარ აიტის" აკადემიაში მიმდინარეობს. რას ეძებენ ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ შენობაში უკანონო, ე.წ. ქოლ ცენტრი ფუნქციონრებს. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპონდენტი...

დაწვრილებითDetails

გორში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"