• სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში, განსაკუთრებით,
12-14 წლამდე ასაკში, Covid-19-ით ინფიცირების ნაკლები შემთხვევებია,
ვიდრე მოზრდილებში (მაგ; აშშ-ში 18 წლამდე ასაკის ჯგუფის შემთხვევები
მთლიანი შემთხვევების 9-11%-ს შეადგენს).
•
ასაკობრივი გადანაწილება შემდეგნაირია:
,
0< 1 თვე – 7%
1 თვიდან 1 წლამდე – 22%
1-იდან 2 წლამდე – 10%
2-იდან 5 წლამდე – 11%
5-იდან 10 წლამდე – 16%
10-იდან 18 წლამდე – 34%
ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
• მიუხედავად დაინფიცირების მზარდი ტენდენციისა, 18 წლამდე ასაკის
პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია იშვიათად სჭირდებათ.
• 69 700-ზე მეტი პედიატრიული პაციენტის შესწავლის შედეგად გამოვლინდა,
რომ მხოლოდ 2.5-4.1%-ში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო.
• ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიდან:
• 33%-ს დასჭირდა ინტენსიური თერაპია.
• 6%-ს კი ინვაზიური მექანიკური ვენტილაცია.
კლინიკური გამოვლინება
0-9 წლის
სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება – 63%
სიცხე – 46%
ხველა – 37%
სუნთქვის გაძნელება – 7%
მიალგია – 10 %
სურდო – 7%
თავის ტკივილი – 15%
გულისრევა/ღებინება – 10%
დიარეა – 14%
ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა – 1%
მუცლის ტკივილი – 7%
10-19 წლის
სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება – 60%
სიცხე – 35%
ხველა – 41%
სუნთქვის გაძნელება – 11%
მიალგია – 30 %
სურდო – 8%
თავის ტკივილი – 42%
გულისრევა/ღებინება – 10%
დიარეა – 14%
ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა – 10%
მუცლის ტკივილი – 8%
გასტროინტესტინალური სიმპტომები შეიძლება სასუნთქი გზის
სიმპტომების გარეშე გამოვლინდეს.
აღწერილია კანის დაზიანებები, რომლებიც სპეციფიურობით არ
გამოირჩევა, როგორებიცაა: მაკულოპაპულარული,
ურტიკარიული და ვეზიკულარული გამოვლინებები, ასევე
გარდამავალი
სხვა კლინიკური გამოვლინებები
ლაბორატორიული კვლევის შედეგები
პაციენტების მესამედში მომატებულია C-რეაქტიული ცილა (CRP),
ან პროკალციტონინი.
17%-ში აღწერილია ლეიკოპენია.
13%-ში – ან ნეიტროპენიაა, ან ლიმფოციტოპენია.
კრეატინ-კინაზა გაზრდილია 15%-ში.
12%-ში გაზრდილია ამინოტრანსფერაზები.
რადიოლოგიური კვლევის შედეგები
605 პედიატრიული პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის
შედეგების განაწილება შემდეგნაირია:
33% – არანაირი ცვლილება არ აღინიშნება.
29% – დაბურული მინის სინდრომი ვლინდება.
27% – არასპეციფიური ცალმხრივი გამოვლინება
23% – აღინიშნება ორმხრივი გამოვლინება.
მძიმე მიმდინარეობა პედიატრიულ
პაციენტებში
ქვემოთ ჩამოთვლილია მძიმე მიმდინარეობის სავარაუდო რისკ- ფაქტორები
:
ასთმა და ფილტვის სხვა ქრონიკული დაავადებები
ჭარბი წონა
გულის თანდაყოლილი დაავადებები
დიაბეტი
თირკმლის ქრონიკული დაავადებები
იმუნოსუპრესია
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები
პოტენციური მარკერები მძიმე
მიმდინარეობისას
კვლევებით დასტურდება, რომ პედიატრიულ პაციენტებში ანთების მარკერები
(C-რეაქტიული ცილა – CRP, პროკალციტონინი, ინტერლეიკინ 6, ფერიტინი, Dდიმერი), ისევე, როგორც გასტროინტესტინალური სიმპტომები,
ასოცირებულია ინფექციის მძიმე მიმდინარეობასთან.
.
დიაგნოსტიკა
პირველადი პრიორიტეტი
კრიტიკულად მძიმე პაციენტები (ინტენსიური თერაპიის საჭიროებით) აუხსნელი ვირუსული პნეუმონიით ან სუნთქვის
უკმარისობით
ნებისმიერი ინდივიდი, რომელსაც აღენიშნება სიცხე ან ქვედა სასუნთქი გზების დაავადება და ჰქონდა ახლო
კონტაქტი COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ პირთან 14 დღის განმავლობაში.
იმუნოსუპრესირებული/ქრონიკული დაავადების მქონე ინდივიდი, რომელსაც აქვს სიცხე/ქვედა სასუნთქი გზების
სიმპტომები.
მეორადი პრიორიტეტი
ჰოსპიტალიზირებული პაციენტები (ინტენსიური თერაპიის საჭიროების გარეშე) აუხსნელი ცხელებით/ქვედა სასუნთქი
გზების სიმპტომატიკით
მესამეული პრიორიტეტი
ამბულატორიული პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ინფლუენზას ტესტის კრიტერიუმებს ( სასუნთქი გზების
სიმპტომატიკა და კომორბიდული დაავადებები)
მეოთხეული პრიორიტეტი
ფართო პოპულაციის ტესტირება განსაზღვრული სახელმწიფოს/შესაბამისი ორგანოების მიერ.
ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოცემული რეკომენდაცია პედიატრიულ პაციენტებში
ტესტირების საჭიროებისთან დაკავშირებით:
ამბულატორიული პაციენტების დიაგნოსტიკა
პედიატრიულ პაციენტებს, რომლებიც ER-ში COVID-19-ის სიმპტომატიკით მოხვდვნენ, ტესტირებას ვუკეთებთ იმ შემთხვევებში, თუ მათ აქვთ:
თანმხლები დაავადება, რომელმაც შესაძლოა მიმდინარეობა გაართულოს; ასეთებია:
იმუნოსუპრესირებული მდგომარეობა; გულის/ფილტვის ქრონიკული დაავადება; სიმსუქნე
(განსაკუთრებით მეორე ხარისხის და ზემოთ); პირველი ტიპის დიაბეტი; ყოფილი
დღენაკლული
უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ
COVID-19-ის მქონე პაციენტთან
მძიმე მიმდინარეობა (აღინიშნება საჭიროება ოქსიგენოთერაპიის ან ვენტილაციის) ან
პოლიორგანული ანთებითი სინდრომის სიმპტომატიკა.
ჰოსპიტალიზირებული პაციენტების
დიაგნოსტიკა
სასურველია მიღებისთანავე ტესტირება გაუკეთდეს ყველა ჰოსპიტალიზირებულ
პაციენტს, მიუხედავად სიმპტომატიკისა.
გამონაკლისია ახალშობილები (ჰოსპიტალში დაბადებული), რომლის მშობელსაც
გაუკეთდა ტესტი და უარყოფითია Covid-19-ზე.
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, რომლებზეც დაგეგმილია პროცედურა (მაგ., ენდოსკოპია), ტესტი უკეთდებათ პროცედურამდე 48 საათით ადრე.
სიმძიმის შეფასება:
მსუბუქი ან საშუალო – არ არის ჟანგბადდამოკიდებული ან ჟანგბადზე
მოთხოვნილება არ იმატებს
მძიმე – ხდება ჟანგბადდამოკიდებული, ან იზრდება ჟანგბადზე მოთხოვნილება,
თუმცა არ საჭიროებს ვენტილატორულ მხარდეჭერას (არაინვაზიური ან ინვაზიური);
კრიტიკული – საჭიროებს არაინვაზიურ ან ივაზიურ მექანიკურ ვენტილაციას;
# სეფსისი, პოლიორგანული უკმარისობა, ან კლინიკური მიმდინარეობის
სწრაფად დამძიმება
მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ SARSCOV-2 ინფექცია;
აუცილებელია გაგრძელდეს ყველა მედიკამენტი ასთმის გამწვავების პრევენციისთვის,
როგორიცაა საინჰალაციო და ორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები და
ბიოლოგიური აგენტები (ომალიზუმაბი, მეპოლიზუმაბი);
იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში რისკის და
სარგებლიანობის შეფასების შედეგად დარგის სპეციალისტთან ერთად (ონკოლოგი,
ტრანსპლანტოლოგი, რევმატოლოგი) უნდა განვიხილოთ იმუნოსუპრესიული
თერაპიის შემცირების საკითხი.
სატელეფონო ტრიაჟი
ბავშვები მსუბუქი სიმპტომებით (ცხელება, ხველა, ფარინგიტი და სხვა რესპირატორული
სიმპტომები) SARS-CoV 2 ინფექციის დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევის დროს უნდა
იმართოს ბინაზე, თუ არ არის თანმხლები პათოლოგია, რომელიც ასოცირებულია
დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან.
აუცილებელია ვირუსის ტრანსმისიის პრევენცია – იზოლაციის გზით; კლინიკურ კურსზე
დაკვირვება და მხარდაჭრითი თერაპია
შესაძლოა სიმპტომატიკა გახანგრძლივდეს ბავშვებსა და მოზარდებში, თუმცა არ
არსებობს საკმარისი დამადასტურებელი მონაცემები
სიმპტომური და მხარდამჭერი თერაპია
სიმპტომური თერაპია ისეთივეა, როგორც სხვა ზედა სასუნთქი გზების ან გასტროინტესტინური მოვლენებისას
მდგომარეობის გაუარესება
მდგომარეობა შეიძლება მყისიერად დამძიმდეს სიმპტომებიდან 1 კვირის შემდეგ.
მწვავე რესპირატორული დისტრესი, გაძნელებული სუნთქვა (ახალშობილებში –
გრუნთინგი/ჭირვეულობა, ცენტრალური ციანოზი, ძუძუთი კვების შეუძლებლობა)
ზეწოლა ან ტკივილი გულმკერდის არეში
ციანოზური ტუჩები ან სახე
შოკთან ასოცირებული ნიშნები
COVID-19 ასოცირებული ბავშვთა მულტისისტემური
ანთებითი სინდრომი: MIS-C
COVID19 ბავშვთა ასაკში,როგორც წესი, რთული მიმდინარეობით არ ხასიათდება
თუმცა აღწრილია, მძიმე შემთხვევებიც.
ზოგიერთი შემთხვევაში COVID19-ის გართულებების კლინიკა ბავშვთა ასაკში
ემსგავსება არასრულ კავასაკის დაავადებას ან ტოქსიკური შოკის სინდრომს.
გართულებების მსგავს კლინიკას ეწოდა COVID19-თან ასოცირებული ბავშვთა
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.
პათოფიზიოლოგია: იმუნური დისრეგულაცია
სინდრომი განპირობებულია გადაჭარბებული ვირუსსაწინააღმდეგო იმუნური
პასუხით
ამგვარი იმუნური პასუხის მექნიზმი დღემდე არ არის ცნობილი
კლინიკური მანიფესტაციების მიუხედავად,სინდრომის იმუნოფენოტიპი განსხვავდება
კავასაკის დაავადებისგან
(მაკროფაგების აქტივაციის სინდრომისგან და ციტოგენური შოკისგან).
პათოფიზიოლოგია: SARS-CoV-2
რიგ შემთხვევებში, MIS-c სინდრომის მქონე ბავშვების PCR ტესტი არის უარყოფითი,
ხოლო სეროლოგია დადებითი, რაც ამყარებს ჰიპოთეზას იმუნური დისრეგულაციის
შესახებ.
ის ფაქტი, რომ SARS-CoV-2 მქონე ბავშვთა ნაწილში არ აღინიშნება ამგვარი გართულება
და ასევე ის, რომ ბავშვების ორივე ჯგუფში (სინდრომის მქონეებში და არმქონეებში)
ვირუსული გენომის სექვენირების იდენტური შედეგები გვხვდება, მეტყველებს
ვირუსის მასპინძელი ორგანიზმის თავისებურების მნიშვნელობაზე.
მადლობა მასალის თარგმნისა და დამუშავებისთვის:
Nino Kvirtia, Eka Kobidze, Tinatin Charbadze, Keti Liluashvili, Giorgi Khachvani, Tiko Lezhava” – წერს ექიმი ნანა სხილაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.