LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ – ეს შეთანხმება ანულირებულია!-ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2021/08/02-ში
75
ნახვა
გაზიარება

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამორიცხულია მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტს ხელი მომავალში მოაწეროს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით.

რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: ჰქონდა თუ არა პრეზიდეტს მმართველი გუნდის წევრების გადარწმუნების მცდელობა, კობახიძემ უპასუხა:

„პრეზიდენტთან დახურული საუბრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.

„ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. თქვენ იცით, რომ 4 პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე. მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე.

თუმცა, ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ – ეს შეთანხმება ანულირებულია!

ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა.

შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
185
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

დეკემბერი 16, 2025
275
მთავარი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
200
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
211
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
796
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
867
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
68
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
53
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».