სოციალურ ქსელში გოგონები ერთმანეთ აფრთხილებენ- ,,ამ კაცს უფრთხილდით” და ასე ცდილობენ დაიცვან თანაქალაქელები სავარაუდო სექსუალური ძალადობისგან.
,,რამდენი ნეგატივია ირგვლივ, ავარიები, ბავშვების თვითმკვლელობები, ახალგაზრდების მკვლელობები, ახლა ვიღაც მანიაკი კაცი დადის ვაკეშიო და ათზე მეტმა გოგომ ამოიცნო ფოტოში, აკომენტარებენ – მეც ვყავარ ამას გაუპატიურებულიო და არავინ ჩივის. ასე ფეისბუქით აფრთხილებენ ერთმანეთს, ამ კაცს უფრთხილდით, ვაკეში შეგხვდებათ ხშირადო – ეს ნორმალურია? ბავშვები გარეთ როგორ გინდა გაუშვა? შეიძლება გარეკო
ადამიანმა.”-წერს ნინო ჟვანია.
როგორც ირკვევა ინფორმაცია თავდაპირველად დახურულ ჯგუფში გავრცელდა . წერენ რომსაეჭვო მამაკაცი უნივერსიტეტთან მოძრაობს, რესპექტაბელურად გამოიყურება და სტუდენტებს ფილმში გადაღებას სთავაზობს, სამიზნე ობიექტთან ნდობაში შედის, შემდეგ კასტინგზე იბარებს.
ასევე წერენ , რომ სავარაუდო მოძალადის ფოტოც ვრცელდება და უამრავმა ამოიცნოო. ამიტომ მოითხოვენ, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმონ , ,,უარყონ ან დაიჭირონ”