ახალციხეში ქალს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაციენტი თავდაპირველად ახალციხის კლინიკა “იმედში“ ტკიპის ნაკბენით შეიყვანეს, მოგვიანებით კი მისი გადაყვანა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდან მძიმედ ფასდებოდა, რის გამოც გახდა საჭირო პაციენტის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანა. იმის გამო, რომ ორივე რთული დაავადებაა საჭირო გახდა ღრმა PCR კვლევის ჩატარება. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი“,- განუცხადეს “პრაიმტაიმს” კლინიკაში .