“გუშინ 1 ნომერი მარშუტიდან ამომაცალეს საფულე,რომელშიც სოლიდურ თანხასთან ერთად საბუთები,ექიმების სავიზიტო ბარათები და ჩიპები იყო,რომელშიც ჩემი სამსახურებრივი მასალებია და ჩემი გარდაცვლილი ძმის ფოტოებია და ვიდეოებიუმორჩილესად გთხოვთ თუ ვინმემ იპოვეთ დამიბრუნოთ თქვენთვის უმნიშვნელო და ჩემთვის უძვირფასესი ნივთები(საბუთები,ექიმის სავიზიტო ბარათები და ჩიპები). ფულს რომ არავინ მომიტანს ისიც ამ საახალწლოდ ეს ისედაც ვიცი
წინასწარ მადლობა გულისხმიერებისთვის.” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
გახშირებული ქურდობების შესახებ პოსტებს დებენ სხვა მოქალაქეებიც . ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში გუშინ ღამით მომხდარ შემთხვევებს იხსენებს და ამბობს, რომ დღეს დილით გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი აღარ დახვდა.
“ახალი წლის ღამეს რომ ტანსაცმელს მოიპარავ, როგორი წელი უნდა გქონდეს?! დამტოვეს ტანსაცმლის გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის მკვიდრი.