ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თნგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მაღალია. ცერცვაძე მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.
მისი თქმით, პანდემიის დასასრულის ორი გზა არსებობს: ერთი პირბადეების სწორი მოხმარება და თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება, ხოლო მეორე – მასობრივი ვაქცინაცია.
მისი პროგნოზით, ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ მაშინ დაიწყებს დაღმასვლას, როდესაც აცრილთა დღიური მაჩვენებელი 30 ათასს გადააჭარბებს.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი.
შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშოა. მხოლოდ სანახევროდ სრულდება პირბადეების ტარების რეგულაცია, ხოლო თბილისის გარეთ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სრულდება.
ამას ემატება ხალხმრავალი შეკრებები. უკვე დამტკიცდა მსოფლიოში, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, ისე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესამცირებლად.
მეორე გზა არის უნივერსალური საშუალება – პირბადეების ტარება“, – აცხადებს ცერცვაძე.