LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ახალი ვირუსული პანდემია – რა საფრთხეზე საუბრობენ მკვლევარები

დაპოსტა 2022/10/24-ში
გაზიარება

მაშინ, როდესაც მსოფლიო თბება და მყინვარების დნობა გრძელდება, არქტიკა შეიძლება „ნოყიერი ნიადაგი“ გახდეს ახალი ვირუსული პანდემიისთვის, რადგან კლიმატის ცვლილება ზრდის შანსს, რომ შემდეგი ებოლა, გრიპი თუ SARS-CoV-2 საკმაოდ მალე გამოჩნდეს.

 

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ნიადაგი და ჰეიზენის ტბის დანალექები. ეს ტბა კანადაში მდებარეობს და წყლის მოცულობის თვალსაზრისით, უდიდესია არქტიკულ წრეში. ნიადაგში ნაპოვნი დნმ-ისა და რნმ-ის სეგმენტების სეკვენირების გზით, მეცნიერები ცდილობდნენ ამ გარემოში არსებულ ვირუსთა იდენტიფიცირებას.

 

ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში არსებულ ვირუსთა კონტექსტუალიზაციისთვის მკვლევართა ჯგუფმა კომპიუტერული ალგორითმი გამოიყენა და განსაზღვრა ვირუსული გადასვლის რისკი, ანუ ვირუსების უნარი, გადავიდნენ ახალ სახეობაში და გავრცელება განაგრძონ, როგორც ეს COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა შეძლო, როდესაც ის გარეული ცხოველებიდან ადამიანებში გადმოვიდა.

 

„სხვა სახეობაში გადასვლის რისკი იზრდება მყინვარების ჩამონადენთან ერთად, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია. კლიმატის ცვლილებას პოტენციურ ვირუსულ ვექტორთა სახეობების დიაპაზონი ჩრდილოეთის მიმართულებით გადააქვს და არქტიკის ზედა ნაწილი შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პანდემიების აღმოცენებისთვის“, — წერენ მკვლევრები.

 

მეცნიერებმა შეადარეს როგორც ვირუსების, ისე მათი მასპინძლების ევოლუციური გზა, ეძებდნენ ამ ორს შორის სხვაობებსა და მსგავსებებს; ასეთი შედარებები გვთავაზობს სტატუს-კვოს ცვლილებისა და ამის შედეგად ვირუსული გადასვლის შესაძლებლობის შანსს.

 

„ევოლუციური თვალსაზრისით, ვირუსები უფრო მიდრეკილნი არიან მათ ბუნებრივ მასპინძელთან ფილოგენეტიკურად ახლოს მყოფ ახალ მასპინძელთა დაინფიცირებისკენ, პოტენციურად იმიტომ, რომ მათთვის ადვილია გენეტიკურად მსგავსი სახეობების დაინფიცირება და მათი კოლონიზება“, — განმარტავენ მკვლევრები.

 

წინა კვლევებთან ერთად, რომლებმაც აჩვენა, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს დეგრადირებულმა ლანდშაფტმა პათოგენებს, პარაზიტებსა და მასპინძლებს ახალი გზებით — მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მყინვარებიდან სულ უფრო მზარდი ჩამონადენი ზრდის შანსს, რომ ვირუსები ეუკარიოტულ მასპინძლებში გადახტნენ.

 

თუმცა, გადასვლის გაზრდილი რისკი სხვადასხვა აღმოჩნდა ნიადაგსა და ტბის დანალექთა ნიმუშებში. ნიადაგში, მყინვართა ნადნობის დინების ზრდასთან ერთად, ვირუსული გადასვლის რისკი რაღაც წერტილამდე გაიზარდა, შემდეგ კი შემცირდა, ტბის დანალექების ნიმუშებში კი ზრდა განაგრძო.

 

მკვლევართა მიერ წამოყენებული ერთი ახსნის მიხედვით, გაზრდილი ჩამონადენი ნიშნავს უფრო მეტ ორგანულ მასალას, მასში არსებული ორგანიზმები კი უფრო ტბაში ჩაირეცხება, ვიდრე ხმელეთზე რჩება.

 

„კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე იცვლება არქტიკის მიკრობიოსფეროს მეტაბოლური აქტივობა, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ეკოსისტემის მრავალ პროცესებზე, მაგალითად, ახალი პათოგენების გამოჩენაზე“, — წერენ მკვლევრები. წაიკითხეთ სრულად

გაზიარება142

დაკავშირებული -პოსტები

თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

თებერვალი 8, 2023
89
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...

დაწვრილებით

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11200-ს გადააჭარბა

თებერვალი 8, 2023
16
მთავარი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით...

დაწვრილებით

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

თებერვალი 8, 2023
10
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც...

დაწვრილებით

პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს-ოლაფ შოლცი

თებერვალი 8, 2023
21
მთავარი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა საჯარო შეჯიბრი ზოგიერთ ქვეყანას შორის, თუ ვის შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს. „ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია....

დაწვრილებით

“ის დანაშაულს არ აღიარებს”-ესებუას ადვოკატი

თებერვალი 8, 2023
35
მთავარი

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ  პირდაპირ ეთერში განაცხადა,...

დაწვრილებით

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თებერვალი 8, 2023
25
მთავარი

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც...

დაწვრილებით

11 თებერვლიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი. გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და...

დაწვრილებით

საქართველოს მიწა მაინც გერგოს..-ქალბატონი რომელსაც თურქეთში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 8, 2023
1.1k
მთავარი

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.. "ია როგორ მტკივა გული ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავუშობიდან დაწყებული გულის დარდები ჩემო საწყალო გოგო ეხლა...

დაწვრილებით

უმძიმესი ტრაგედიის გამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია

თებერვალი 8, 2023
68
მთავარი

მესხიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "08.02.2023 გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე🖤 ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია. P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და...

დაწვრილებით

ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება-ქუთაისში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

თებერვალი 8, 2023
28
მთავარი

ქუთაისში თურქეთში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს : მეგობრებო თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“,  მეტსახელად „მამუკა” დააკავა

მაისი 12, 2022
39
მთავარი

ანტონიო გუტერეში პუტინს შეხვდება

აპრილი 22, 2022
25
მთავარი

თუ ციხეში მყოფი შვილები გენატრებათ – რას სთავაზობს ნიკო კვარაცხელიას დედა პატიმრების დედებს

სექტემბერი 15, 2022
55





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!