ბლოგერმა, სანდრო გოცირიძემ, რომელმაც თავი საზოგადოებას მხირალური ვიდეობით, მისი მიზანსწრაფულობითა და ნიჭით შეაყვარა, 1 წლის წინ გადაწყვიტა რომ, მასწავლებელი გამხდარიყო, რადგან მისი აზრით, საქართველოს, განსაკუთრებით კი რეგიონებს, ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტი აქვს. სწორედ ამიტომ, იგი საკუთარი საქმიანობის განხორციელებას, მის მშობლიურ ქალაქში, ხაშურში გეგმავდა.
“მინდოდა ჩემი ენერგია, რესურსი, ჩემი დრომ მიმეძღვნა იმ ქალაქისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს. მინდოდა ხაშურს ჰყოლოდა უფრო ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და ჩემი წვლილი შემეტანა ახალგაზრდების მომავალ განვითარებაში. რაიონებს სჭირდება ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში.“ | ამბობს იგი მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
თუმცა მისი მოტივიაცია სამწუხაროდ საკმარისი არ აღმოჩნდა. 23 წლის სანდრო გოცირიძეს გასაუბრებაზე, რომელსაც ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში გადიოდა, მიღებაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს რომ, მას არ აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება.
„ სისტემა რომელიც დღესღეობით არსებობს, იმდენად ბურუსით მოცული და დაჭაობებულია, რომ ამას, სისტემის გარეთ მყოფი ადამიანებიც გრძნობენ. მე მინდა მივმართო აბოსულუტურად ყველა ახალგაზრდას, ხართ მომავალი მასწავლებლები, თუ ხართ მოსწავლეები და ასე შემდეგ, ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან მიყვარს, რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან, მინდა მივმართო ყველას, ვისაც ჰგონია რომ ზოგადად სისტემა მორგებულია ახალგაზრდებზე, ეს არის უდიდესი ტყუილი. ასევე უდიდესი დანაშაული ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ სისტემას თითქოსდა ახალგაზრდები სჭირდება, არავის არ ჭირდებით საერთოდ“ | ამბობს სანდრო გოცირიძე ვიდეო მიმართვაში.
მისივე თქმით, მიღებული გამოცდილება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და მთლიანად გადათელა მისი პატივი და ღირსება.
ნახეთ სანდრო გოცირიძის ვიდეო მიმართვა სრულად, რომელიც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს გულგრილს არ დატოვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, თუ რა დიდი პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი განათლების სიტემა.